fbpx
10:00 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

პოლიციამ „Skygirl“-ის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა

პოლიციამ „Skygirl“-ის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა

თბილისში, „Skygirl“-ის ბარში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

 

ვინ არის ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა
2020-09-04ვინ არის ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა

 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X