20:49 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს ინფორმაციით, 46 წლის კაცი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი. გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს-1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

„გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი, 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე:  მკვლელობა ქუთაისში – მგზავრმა მძღოლი მოკლა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები