fbpx
10:55 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

პოლიციამ მეუფე საბას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მეუფე საბას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ორი კვირის წინ, სენაკში ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს.

 

დღეს კი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

 

უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ.

ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა დაკავებულია - შსს კადრებს ავრცელებს
2020-08-23ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა დაკავებულია - შსს კადრებს ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

 

ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X