16:30 | 2020-03-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში – მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე

პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში – მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ზუგდიდში იმაზე მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 

ამის შესახებ იგი ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც იგი ამბობს, სხვა ქალაქებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

 

„რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არიგებს ამ საშუალებებს. ბევრგან სახლშიც მიაქვთ.

 

თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა და ხალხი იცავდა დისტანციას. ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი.

 

რამდნიმე დღის წინ მე საჯარო მიმართვაში მოგიწოდეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვაქვს ეს დამცავი საშუალებები და შემოგთავაზეთ რომ თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედით და წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ?“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პირბადეები დაარიგეს, სადაც 200-მდე ადამიანი მივიდა.  ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან.

 

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის მიხედვით, 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა შეიზღუდა.

 

რა ხდება ქვეყანაში

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები