fbpx
21:38 | 2020-09-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავა

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

ორმაგი მკვლელობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე
2020-09-15ორმაგი მკვლელობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X