21:45 | 2020-08-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პოლიციამ დააკავა ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელიც იმალებოდა (ვიდეო)

პოლიციამ დააკავა ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელიც იმალებოდა (ვიდეო)

გუშინ ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. საპატრულო პოლიციამ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირი – 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016
წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

უმძიმესი ავარია ფონიჭალაში  - დაშავებულთა და დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან
2020-08-16უმძიმესი ავარია ფონიჭალაში - დაშავებულთა და დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ – ა.მ. და მ.მ. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის.

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X

error: Content is protected !!