fbpx
18:59 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

გერმანიაში დედამ 5 შვილი მოკლა, რის შემდეგაც ერთ შვილთან ერთად გაიქცა

გერმანიაში დედამ 5 შვილი მოკლა, რის შემდეგაც ერთ შვილთან ერთად გაიქცა

დედამ 5 შვილი მოკლა, რის შემდეგაც ერთ შვილთან ერთად გაიქცა. პოლიციამ ბავშვების ცხედრები გერმანიაში, ქალაქ სოლინგენში საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა.

 

ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

ბავშვები – 1, 2, 3, 6 და 8 წლისები იყვნენ. პოლიციაში ბავშვების ბებიამ დარეკა, რომელმაც უწყებას უთხრა, რომ მისმა 27 წლის ქალიშვილმა 5 შვილი მოკლა, რის შემდეგაც ერთ ბავშვთან ერთად გაიქცა.

 

ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა სახლის ნახევარი ააფეთქა (საფრანგეთი)
2020-09-07ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა სახლის ნახევარი ააფეთქა (საფრანგეთი)

 

გამოცემის  ინფორმაციით, გაქცევის შემდეგ ქალი მატარებელს შეუვარდა. ის ცოცხალი გადარჩა, თუმცა სერიოზული დაზიანებები მიიღო და ახლა საავადმყოფოში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

 

მასთან ერთად მყოფი 11 წლის ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა და ახლა ბებიასთან ერთად იმყოფება.

 

რატომ მოკლა დედამ ხუთივე შვილი, ამის მიზეზი უცნობია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X