14:38 | 2020-03-18 ავტორი: თამთა თორდია

პოლიცია მისდევს მოქალაქეს, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია – რა ხდება გორის მონაკვეთზე

პოლიცია მისდევს მოქალაქეს, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია – რა ხდება გორის მონაკვეთზე

გორის პოლიცია ამ წუთებში იმ პიროვნების დაკავებას ცდილობს, რომელიც ოზურგეთი-თბილისის მიკრო ავტობუსიდან ჩამოვიდა და გაქცევა სცადა. ინფორმაციას Dianews.ge ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მან რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.

 

თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტს ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელიც.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X