12:00 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

პოლიტიკურ აფერისტებსა და პროვოკატორებს ვერ ვაფასებ – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

პოლიტიკურ აფერისტებსა და პროვოკატორებს ვერ ვაფასებ – მეუფე სტეფანე სააკაშვილზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერას არ აპირებს.

როცა დამნაშავე არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება - მეუფე იოანე სააკაშვილზე
2021-10-14როცა დამნაშავე არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება - მეუფე იოანე სააკაშვილზე

 

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა არ არის ის, რაც არის სიკეთე. რაც შეეხება სააკაშვილს, პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ. პეტიციაზე ხელმოწერას არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.

 

ნახეთ სხვა სტატიები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X