fbpx
21:41 | 2020-10-09 ავტორი: თამთა თორდია

„პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი უნდა იყოს“ – ვის უჭერს მხარს არჩევნებში ია ფარულავა

„პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი უნდა იყოს“ – ვის უჭერს მხარს არჩევნებში ია ფარულავა

წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში გადადის. მსახიობი და გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანი ია ფარულავა, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერია. მან საკუთარი პოლიტიკური სიმპატია ელენე ხოშტარიას მიმართ, ინსტაგრამზე დააფიქსირა.

 

რატომ უჭერს მხარს, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურად ელენე ხოშტარიას, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” უმშვენიერეს მსახიობს დაუკავშირდა.

 

– ვაკის რაიონში მე აუცილებლად მივცემ ჩემს ხმას ელენე ხოშტარიას. მინდა, რომ ჩემი რაიონის წარმომადგენელი სწორედ ის ის იყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ვაკელებს გვაქვს, მე მჯერა მისი.

 

ის არის ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანი. პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ასევე მომწონს, რომ არის ქალი. რაც შეიძლება მეტი ქალი გვჭირდება პოლიტიკაში.

 

ვიცი, რომ ელენეს გულთან ახლოს მიაქვს თითოეული მოქალაქის პრობლემა და გაჭირვება. ზუსტად ვიცი ყოველთვის გვერდით დაუდგება ამომრჩეველს. მე მაგალითად მაწუხებს ნაგვის ურნების პრობლემა. ამ თემაზე სასაუბროდ ვიყავი მასთან და ჩემი კორპუსის მაცხოვრებლები აქციის გამართვასაც ვგეგმავთ.

 

რაც შეეხება იმას თუ რომელ პარტიას მივცემ ხმას, გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელს” მივცემ ხმას.

 

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ Primeambebi.ge-ზე 

 

“პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი უნდა იყოს” – ვის უჭერს მხარს არჩევნებში ია ფარულავა და რატომ მიიღო ორმაგი მოქალაქეობა მსახიობმა

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X