fbpx
19:57 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

პოლიტიკოსები პარტიული სიებიდან, რომელთა შესახებ GOOGLE-მაც არაფერი იცის

პოლიტიკოსები პარტიული სიებიდან, რომელთა შესახებ GOOGLE-მაც არაფერი იცის

„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა გაცნობოდა პოლიტიკური პარტიების, 2020 წლის საარჩევნო სიებს და აღმოეჩინა უცნობი ადამიანები, რომლებსაც პარლანმენტის დეპუტატობა სურთ. ასეთი მრავლად აღმოჩნდა – უცნობები ნაცნობი სავარძლებისთვის იბრძვიან.

 

„ქართული ოცნების“ პარტიული სია 155 კაცით არის დაკომპლექტებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კი 177-ით. სამართლიანი შედარებისთვის სტატიაში განხილულია ორივე პარტიის პირველი 100ეული:

 

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის ასეულში 11 პირი ვერ ვიცანით. გთავაზობთ იმ ადამიანების ჩამონათვალს „ოცნებიდან“, რომლის შესახებ GOOGLE-მაც არაფერი იცის:

 

№52 მაია მენაღარიშვილი – კანცელარიის ოფიციალური ტექსტების მომზადების სამსახურის უფროსია, თუმცა მის შესახებ GOOGLE-მა მას შემდეგ გაიგო, რაც „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდა. მანამდე კი ერთადერთი ინფორმაცია, რაც მის შესახებ GOOGLE-სთვის ცნობილია, არის ის, რომ 2013 წლის 9 თვეში პრემიის სახით ჯამში, 6 ათასი ლარი აიღო.

 

№ 68 ბაია კვიციანი – მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სია გამოაქვეყნა, მედია დაინტერესდა თუ ვინ იყო ბაია კვიციანი, აღმოჩნდა, რომ ის ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის დაა.

 

№ 70 ირაკლი კირცხალია – ამ პიროვნების შესახებ GOOGLE-ს ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის არ იძებნება მისი სურათი.

 

№71 გიორგი ბარვენიშვილი – „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია, თუმცა მასზე GOOGLE-მაც არაფერი იცის.

 

№84 ქეთევან ჩარკვიანი – GOOGLE- ში მხოლოდ ერთი ინფორმაცია იძებნება, საერთაშორისო გამჭვირვალობის საიტზე, ვინმე „ქეთევან ჩარკვიანი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველად ფიქსირდება. ჩარკვიანმა 2016 წელს „ნაცმოძრაობას“ თანხა შესწირა, თუმცა დაუზუსტებელია ინფორმაცია არის, თუ არა საუბარი ერთიდაიმავე პიროვნებაზე, რადგან GOOGLE-მა მეტი არაფერი იცის.

 

№87 ნიკა ტყემალაძე – ამ პირის შესახებ, GOOGLE-მა არაფერი იცის.

 

№88 ნათია მოდებაძე – ინტერნეტში მისი სურათიც კი არ იძებნება.

 

№89 თორნიკე ფხაკაძე – „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია, თუმცა მასზე GOOGLE-მაც არაფერი იცის.

 

№90 აბელ აბესაძე – ამ პიროვნების შესახებ GOOGLE-ს ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის არც სურათი იძებნება.

 

№ 92 მარიამ ყაყიჩაშვილი – ამ პირის შესახებ, ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება.

 

№100 მარიამ ნასუაშვილი – ამ პიროვნების შესახებ GOOGLE-ს ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის არც სურათი იძებნება.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის ასეულში ვერ ვიცანით 5 ადამიანი:

 

№22 დავით ხაჯიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია, თუმცა მასზე GOOGLE-მაც არაფერი იცის.

 

№80 თაკუჰი ვართანიან – ინტერნეტში მისი სურათიც კი არ იძებნება.

 

№ 81 დავით კახაძე – ამ პირის შესახებ, GOOGLE-მა არაფერი იცის.

 

№92 ხათუნა თავდიშვილი – აღნიშნული პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველად ფიქსირდება.

 

№92 დავით ბელიაშვილი – მისი სურათი GOOGLE-ში არ იძებნება.

 

 

„პატრიოტთა ალიანსმა“ 25 კაციანი პარტიული სია წარადგინა, საიდანაც 4 ადამიანს საზოგადოება არ იცნობს.

 

№16 არჩილ ლეკიშვილი – მის შესახებ არაფერი ი-GOOGLE-ბა

 

№20 მარიამ ბათირიშვილი – ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში განთავსებული არ არის, არც სურათი.

 

№23 თომა ხაბეიშვილი – პარტიულ სიაშია, თუმცა მასზე GOOGLE-მაც არაფერი იცის.

 

№24 მახირ უსუბოვი – ამ პირის შესახებ, GOOGLE-ში ინფორმაცია არ არის.

 

 

პრაიმტაიმმა გადაამოწმა „ევროპული საქართველოს“ პარტიული სია, რომელიც ლიდერების თქმით, პირობითია. სიაში აღმოჩნდა მხოლოდ ერთი პირი, ვინც GOOGLE-ის საძიებო სისტემაში არ არის, ეს ირინე აფხაზავაა.

 

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტიამ 20-კაციანი საარჩევნო სია წარადგინა, მათ შორის არ იGOOGLE-ბა მე-18 ნომერი თამილა ჯაფარიძე.

 

ასევე გადავამოწმეთ „ლელოს“ 30 კაციანი პარტიული სია, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შევხვდით, რომლებსაც საკუთარ სფეროებში იცნობენ.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 49 პოლიტიკური სუბიექტი და 2 ბლოკი.

 

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X