fbpx
23:52 | 2020-05-18 ავტორი: თამთა თორდია

პოლიტიკაში მერაბიშვილის ადგილს ვერ ვხედავ – ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკაში მერაბიშვილის ადგილს ვერ ვხედავ – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ხედავს.

 

„მერაბიშვილმა, შეიძლება, მაქსიმუმ ერთი მაჟორიტარული ოლქი მოიგოს და „ამით დასრულდება მისი მწვერვალზე ასვლა“, – განაცხადა ფორმულას ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ის მერაბიშვილის მაჟორიტარობის წინააღმდეგი, ოქრუაშვილი პასუხობს:

 

„ალბათ კი, თუ ეს შეეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას“.

 

მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირების შესახებ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხშირად საუბრობდნენ. სააკაშვილის კარზე ეს ორი გავლენიანი ფიგურა, როცა ერთი შს მინისტრი იყო, მეორე კი – თავდაცვის, ძალაუფლებას ვერ იყოფდნენ.

 

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა.

 

საპატიმროს დატოვების შემდეგ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

 

შეგახსენებთ, 15 მარტს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X