fbpx
16:17 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

„პლაქვენილის“ რა მარაგი აქვს საქართველოს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„პლაქვენილის“ რა მარაგი აქვს საქართველოს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„დღესდღეობით შემოტანილი არის უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“, რომელიც საჭიროებისამებრ არის დარიგებული შესაბამის დაწესებულებებში“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით სახელმწიფო დამატებით 3000 კოლოფს ელოდება, რომელიც მიღებისთანაცე საცალო გაყიდვაში ჩაეშვება.

 

„დღესდღეობით შემოტანილი არის უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“, რომელიც საჭიროებისამებრ არის დარიგებული შესაბამის დაწესებულებებში.

 

ჩვენ ველოდებით დამატებით 3000 კოლოფს, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X