13:32 | 2020-08-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

სად იმყოფება ამჯერად პითონი, რომელიც გუშინ მეპატრონეს გაექცა – დაუჯერებელი ისტორიის ახალი დეტალები

სად იმყოფება ამჯერად პითონი, რომელიც გუშინ მეპატრონეს გაექცა  – დაუჯერებელი ისტორიის ახალი დეტალები

„პრაიმტაიმისთვის“ გაქცეული და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ ნაპოვნი პითონის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

როგორ მოვიქცეთ გველი რომ ტერიტორიაზე არ მოგვიახლოვდეს
2020-06-16როგორ მოვიქცეთ გველი რომ ტერიტორიაზე არ მოგვიახლოვდეს

 

„ზარი შემოვიდა ჩვენთან, ადამიანმა დახმარება გვთხოვა. ამბობდა, რომ გაექცა პითონი, რომელიც იყო მის საკუთრებაში.

 

ეს არ იყო საცხოვრებელი კორპუსი, ეს იყო ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, სადაც მას ობიექტი ჰქონდა აღებული, რომელშიც პითონი ჰყავდა.

 

ითხოვდა დახმარებს, ჩვენი მაშველებით მივედით ადგილზე. სავაჭრო ცენტრში დარჩენილი ხალხის ევაკუაცია მოვახდინეთ.

 

რამდენიმე საათიანი ძებნის მერე პატრონს ვუპოვეთ პითონი და დავუბრუნეთ“,- განუცხადეს „პრაიმტაიმს“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.

 

ცნობისთვის, გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. მამაკაცი დახმარეს ითხოვდა და ამბობდა, რომ მას პითონი გაექცა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X