fbpx
18:05 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

პირველი ტალღა არ ყოფილა… ახლა გვაქვს პირველი ტალღა – პაატა იმნაძე

პირველი ტალღა არ ყოფილა… ახლა გვაქვს პირველი ტალღა – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე „ტვ პირველის“ ეთერში ხსნის, რომ ახლა გვაქვს პირველი თალღა, მსოფლიოში კი ყველას მეორე ტალღა აქვს.

„პირველი ტალღა არ ყოფილა, მაგრამ რატომ არ იყო ეს პირველი ტალღა? იმიტომ, რომ დროულად მოხდა იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა.

ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამიტომ ჩვენ ამხელა ფორა მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის უნახია. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე.

ახლა ყველას რომ მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ვისწავლეთ“, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X