15:05 | 2020-08-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

პირველი ქალი, რომელსაც აშშ-ში სახის გადანერგვა გაუკეთეს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

პირველი ქალი, რომელსაც აშშ-ში სახის გადანერგვა გაუკეთეს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

კონი კულპი – პირველი ქალი, რომელსაც აშშ-ში სახის გადანერგვა გაუკეთეს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ - ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ
2020-08-01„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ - ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ

 

ოჰაიოში მცხოვრებმა კონი კულპმა სახეზე სერიოზული დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც 16 წლის წინ ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა.

 

სახის გადანერგვის ოპერაცია კონის 2008 წელს ჩაუტარდა.

 

„ის იყო საოცრად ძლიერი, შთაგონება ბევრი ადამიანისთვის. მისი სიძლიერე ჩანს იქიდანაც, რომ მან მათ შორის, ვისაც სახის გადანერგვა გაუკეთებია, ყველაზე დიდხანს იცოცხლა“,- განაცხადა ექიმმა პაპეიმ, რომელიც იმ ქირურგთა გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც 12 წლის წინ ასეთი სასწაული ოპერაცია ჩაატარა.

 

კონის სახის 80%-ი გადაუნერგეს – ცხვირის, ლოყების, ზედა ყბის, ქვედა ქუთუთოებისა და ძვლის სტრუქტურის ჩათვლით.

 

სროლის შემდეგ ქმარმა თავის მოკვლა სცადა. თუმცა, კონის მსგავსად ისიც გადარჩა.

 

კონი თავის ქმარს ციხეშიც ესტუმრა.

 

რა გახდა კონის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X