12:20 | 2021-07-18 ავტორი: Prime Time

პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა

პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა. იგი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 


ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.

 

„პრაიმტაიმი” ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ავტორი: Prime Time


X