22:34 | 2020-05-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პირველად საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარეს

პირველად საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარეს

29 აპრილს, საქართველოში პირველად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარეს. კადრებს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

 

ოპერაცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ჩაატარეს. რაც სპეციალური ეკიპირებით განხორციელდა.

 

ექიმების განმარტებით, სპეციელური ეკიპირებით ოპერაციის ჩატარება ძალიან რთული იყო და უჟანგბადობის გამო ერთ-ერთი ექთანი ცუდადაც კი გახდა, რის გამოც მას საოპერაციო ბლოკის დატოვება მოუწია.

 

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და პაციენტი კარგად გრძნობს თავს.

 

ქართველი ექიმები კიდევ ერთხელ დაამსხვრევენ მითს, რომ COVID 19 მკვლელია

ქართველი ექიმები კიდევ ერთხელ დაამსხვრევენ მითს, რომ COVID 19 მკვლელია.#იმედისკვირა

Gepostet von TV Imedi am Sonntag, 3. Mai 2020

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები