fbpx
14:22 | 2021-01-13 ავტორი: ამუკა ქორიძე

პირველად, 70 წლის განმავლობაში, აშშ ქალს სიკვდილით სჯის

პირველად, 70 წლის განმავლობაში, აშშ ქალს სიკვდილით სჯის

პირველად, 70 წლის განმავლობაში, აშშ-ს ფედერალური მთავრობა ქალს სიკვდილით სჯის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

52 წლის ლიზა მონტგომერი, აშშ-ში პირველი ქალია, რომელიც 1953 წლის შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს. პატიმარს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

 

US executes Lisa Montgomery, first female federal execution in nearly 70 years | Al Arabiya English

 

პირი, 2004 წელს, ორსული ქალის მკვლელობის, მისი მუცლის გაჭრისა და ნაყოფის გატაცების ბრალდებით, დააკავეს.

 

უზენაესმა სასამართლომ დამნაშავის ადვოკატის მცდელობა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გამო, შეეწყალებინათ – უარყო. მას განაჩენი 2008 წელს გამოუტანეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, ლიზა მონტგომერი რიგით მეთერთმეტე მსჯავრდებულია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

 

ამ კვირისთვის, კიდევ ორი მსგავსი საქმის აღსრულებაა ჩანიშნული. ხუთშაბათს – კორი ჯონსონის, ხოლო პარასკევს – დასტინ ჰიგსის სიკვდილით დასჯა იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი გასამართლება კორონავირუსით ინფიცირების გამო, დროებით გადადებული იყო.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X