20:37 | 2020-04-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ-ერთი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ-ერთი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 ჩვილიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

 

მისი განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული 5 ბავშვიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

 

„დღენაკლული ჩვილები არიან, ერთი დღის დაბადებულები. დაახლოებით 1 კილოგრამსა და რამდენიმე გრამს იწონიან. მათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვთ. ამიტომ იყვნენ ასე მძიმედ.

 

ორიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი დედაც ცუდად იყო, ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობს“, – განმარტა ტურძელაძემ.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები