01:08 | 2020-09-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„პირობას გაძლევთ, ამ სიმღერაზე მთელი საქართველო იცეკვებს!“ – ლაშა ღლონტის ახალი პროექტი „აჭარული“

„პირობას გაძლევთ, ამ სიმღერაზე მთელი საქართველო იცეკვებს!“ – ლაშა ღლონტის ახალი პროექტი „აჭარული“

„იმდენ სერიოზულ და დაკარგულ სიყვარულზე სიმღერები მაქვს, გადავწყვიტე, ახალი სიმღერა ჩავწერო, რომელსაც მალე მოისმენთ და სრულიად განსხვავებულ ლაშა ღლონტს იხილავთ… მთელ საქართველოს პირობას გაძლევთ, რომ ამ სიმღერაზე ყველა იცეკვებთ!“ – ლაშა ღლონტი.

 

რამდენიმე ხნის წინ, ყველასთვის საყვარელმა მუსიკოსმა ლაშა ღლონტმა, ახალი კლიპის გადაღება დაასრულა. ცნობილლი მომღერალი, ექიმი და ბიზნესმენი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ახალი პროექტი „აჭარული“, ისეთი ენერგიული და პოზიტიურია, მთელ საქართველოს ააცეკვებს:

 

კლიპის გადაღება ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ცოტა დავაგვიანეთ. სიმღერის ჩაწერა, რამდენიმე თვით ადრე მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე, გადაღებებიც დასრულებულია და კლიპიც დამონტაჟებული.

 

 

როდის იგეგმება კლიპის პრეზენტაცია?

 

კლიპის პრეზენტაცია, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიგეგმა, რომელსაც ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „პრაიმშოუში“ იხილავთ.

 

წინა ინტერვიუში „შეგვპირდით“, რომ თქვენი ახალი კლიპი, მთელ საქართველოს ააცეკვებს…

 

ნამდვილად ასეა! მართალია, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ და ახლაც ვნერვიულობთ კორონავირუსის გავრცელების გამო, მაგრამ როგორც ექიმი, გეტყვით, რომ კარგი ხასიათი, იმუნიტეტს აძლიერებს.

 

 

ჩემი რეპერტუარი, ძირითადად სევდიანია, სულ დაგარგულ სიყვარულზე ვმღერი. ეს ჩემი პირველი ოფიციალური კლიპია და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება. პირობას გაძლევთ, რომ მთელ საქართველოს ავაცეკვებ.

 

როგორც ბათუმელს, ჩემი ოცნება იყო, ბათუმელებისთვის და აჭარლებისთვის, პირადად ჩამეწერა სიმღერა.

 

„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე
2020-06-19„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე

 

და ოცნება აიხდინეთ!… 

 

რა თქმა უნდა, რაზეც გვერდში დამიდგა ბათუმის მერია და ბევრი ჩემი მეგობარი. რიგითი ბათუმელიდან დაწყებული, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. კლიპის გადაღებებში, ფაქტიურად, მთელი აჭარა იყო ჩართული, რომელიც მხოლოდ ქ. ბათუმში მიმდინარეობდა.

 

 

ვინ არიან კლიპის მონაწილეები?

 

რიგითი ბათუმელების გარდა, ანსამბლ „ბათუმის“ ბიჭები, მოცეკვავეები, პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ – მასშტაბური კლიპი გამოვიდა. ყველა ძალიან მონდომებული იყო და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი, მთელ გადამღებ ჯგუფს!

 

ისეთი ბათუმი გვაქვს გადაღებული, ბევრმა არ იცის, არც კი უნახავს. ენერგიული სიმღერაა, ჩემთვის ცოტა უჩვეულო, მაგრამ საინტერესო.

 

Нет описания.

 

ვინ არის მუსიკის და ტექსტის ავტორი?

 

მუსიკის ავტორი, ჩვენი სტუდიის პედაგოგი და ასევე ჩემი მეგობარი ედუარდ გორგილაძეა. ტექსტის კი, ზურაბ გორგილაძე – აჭარელი პოეტი,  ბათუმის კოლორიტი.

 

სასიამოვნო სიურპრიზი მიუძღვენით აჭარას…

 

ვიტყოდი, რომ არა მარტო აჭარას, არამედ სრულიად საქართველოს მივუძღვენი! ვისაც მოვასმენინე, ყველას ძალიან მოეწონა, მათ შორის, პროფესიონალ მომღერლებს და მოცეკვავეებს. ბევრმა აღნიშნა, რომ ამ სიმღერაზე, ცეკვასაც კი დავდგამთო. ვნახოთ, როგორი წარმატება ექნება.

 

 

 

მართლაც, სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება, ყველას მოგეწონებათ. ჩათვალეთ, რომ თანამედროვე „აჭარული“ სიმღერაა. ამდენი უარყოფითი ემოციის ფონზე, ჩვენ მოსახლეობას, სასიამოვნო და პოზიტიურ განწყობას შეუქმნის.

 

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X