15:59 | 2020-03-18 ავტორი: თამთა თორდია

პირი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა

პირი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც გუშინ პოლონეთიდან ჩამოვიდა, გორის შესასვლელში სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა.

 

ავტომანქანის მძღოლის ცნობით, მისმა ამოსვლამ სამარშრუტო ტაქსიში და ახლობელთან საუბარმა მგზავრებში დაძაბულობა შექმნა.

 

„დილის 9:20 წუთზე თბილისი-ცენტრალის ავტოსადგურში, ზუგდიდისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ გუშინ ჩამოვიდა პოლონეთიდან და თქვა, რომ 12 დღე საკარანტინო ზონაში უნდა ვიყოო, არც პირბადე ეკეთა და თავის ახლობელს ესაუბრებოდა, ინგირში ვცხოვრობო, ეს რომ გავიგეთ დავრეკეთ პოლიციაში და იგი გორის მისასვლელამდე მარშუტკიდან ჩამოხტა“,- ამბობს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები