11:26 | 2020-09-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია

დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაფრთხილება! - „თბილისის მიკროავტობუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2020-09-10გაფრთხილება! - „თბილისის მიკროავტობუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საქართველოს მთავრობა რეგულაციებს ამკაცრებს. დღეიდან აიკრძალა ქორწილები, იუბილეები და სხვა სარიუტალო ღონისძიებების გამართვა.

 

ასევე, დღეიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირბადის ტარება აუცილებელია უკვე ღია სივრცეშიც იმ შემთხვევაში თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

 

უკვე დისტანცირება გარეთა პერიმეტრზე აუცილებელია და თუ დისტანცირება შეუძლებელია, იქაც უნდა ვატაროთ პირბადეები. ანუ პირბადე არამარტო დახურულ სივრცეში, არამედ გარეთა პერიმეტრზეც, სადაც დისტანცირება შეუძლებელია აუცილებელია

 

ეზუგბაია განმარტავს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად მეორე ტალღა არ დამდგარა, ხოლო შემთხვევების მატება შიდა ტურიზმს უკავშირდება. მისივე თქმით, მეორე ტალღა დაიწყება ნოემბრის დასაწყისში, როცა სხვა ვირუსული ინფექციები იჩენს თავს.

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X