fbpx
15:46 | 2020-06-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

პილოტმა ჯორჯ ფლოიდისთვის პატივის მისაგებად ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა – VIDEO

პილოტმა ჯორჯ ფლოიდისთვის პატივის მისაგებად ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა – VIDEO

პილოტმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი განსაკუთრებულად მიაგო. დიმიტრი ნეონაკისი ნოვა სკოტიას ცაზე აფრინდა და ფრენის დროს ჰაერში მაღლა აწეული მუშტი გამოსახა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

პილოტის თქმით, მაღლა აწეული მუშტი რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობის სიმბოლოა.

 

„ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მორჩეს. არ არსებობს საზღვრები, როდესაც საქმე რასიზმს ეხება“,- ამბობს პილოტი.

 

ნეონაკისმა მაღლა აწეული მუშტი აპლიკაციის საშუალებით რუკაზე გამოსახა, შემდეგ აფრინდა და დახაზულ მიმართულებას მიჰყვა, რათა ზუსტად გამოესახა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.

 

პილოტმა 2 საათ-ნახევარი იფრინა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X