15:22 | 2020-03-24 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პიკი დიდი ალბათობით გადავადდება, შეიძლება, არც არასდროს მივიღოთ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და შესაძლოა, საერთოდაც არ დადგეს.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ინფიცირებულთა ყველა კლასტერი კონტროლდება

 

„რაც შეეხება იმას, პიკს როდის ველოდებით, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევების გამოვლენიდან მე-7 – მე-8 კვირაზე.

 

ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები.

 

ამდენად, მე-7, მე-8 კვირის პიკი, დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება, არც არასდროს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანია, რომ პროცესი ეტაპობრივი და თანმიმდევრული იყოს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

 

⭕Live: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება

⭕Live: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება

Gepostet von Prime Time am Dienstag, 24. März 2020

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

დატოვე კომენტარი