16:05 | 2020-07-15 ავტორი: Prime Time

პეკინზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

პეკინზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისას ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარის გადახდა მოუწევთ,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

 

როგორც ხმალაძემ განმარტა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა, მათ 10 აგვისტოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა დაარეგისტრირონ.

 

მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ
2020-07-15მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ

 

„გამორიცხულია ამ სისტემამ არ გაამართლოს, მთავარია სწორ ადგილზე განხორციელდეს. პირველი ორი ეტაპი დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ კოტე აფხაზის ქუჩის, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ორბელიანის მოედანზე.

 

პეკინის გამზირზე განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, დაარეგისტრირონ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც უფასო პარკირებით უნდა ისარგებლონ ფასიან ზონაში. ხოლო ვიზიტორებისთვის ზონა იქნება ფასიანი – ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი.

 

ამის შემდეგ გადავალთ უკვე საბურთალოს რაიონის სხვა გადატვირთულ ადგილებზე”, – განაცხადა ხმალაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X