fbpx
13:14 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

პედოფილიის საქმე, სადაც დაზარალებული 5 წლის, ოქროს მოწმე კი 7 წლის ბავშვია – ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

პედოფილიის საქმე, სადაც დაზარალებული 5 წლის, ოქროს მოწმე კი 7 წლის ბავშვია – ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

პედოფილიაში ბრალდებული კაცი, რომელიც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, შემდგომმა ინსტანციამ გაამტყუნა და სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელმა, თამარ ლუკავამ განუცხადა.

 

„სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულის განაჩენში გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ ჩაწერა, რომ 5-7 წლის ბავშვები ქმედუუნარონი არიან და მათი ჩვენება არაა სარწმუნო.

 

ეს მოსაზრება კატეგორიულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წელი მიუსაჯა!

 

გურჯაანის სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, გარდა 5 და 7 წლის ბავშვების ჩვენებისა, რომელთაგან ერთი იყო დაზარელბული და მეორე მოწმე.

 

მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო - რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი
2020-05-21მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო - რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

 

წარმოუდგენელია, სასამართლომ მსგავსი მსჯელობა განავითაროს, ბავშვები ქმედუუნაროდ მიიჩნიოს და ამის საფუძველზე მიიღოს გამამართლებელი განაჩენი.

 

პედოფილიის საქმეებში, როგორც წესი სწორედ დაზარელებული ჩვენებაა უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ასეთ საქმეებში ძალიან ძნელია მტკიცებულებების მოპოვება. მით უმეტეს, ამ საქმეში გვყავდა ოქროს მოწმე – 7 წლის ბავშვი, რომელმაც აბსულუტურად ანალოგიურ ამბავზე ისაუბრა, რაზეც მიუთითებდა თავად დაზარალებული, 5 წლის ბავშვი.

 

გურჯაანის სასამართლომ ეს კაცი უდანასაულოდ სცნო, ის და დაზარალებული ერთ სოფელში განაგრძობდნენ ცხოვრებას და ბავშვი განიცდიდა უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესს. ის ფსიქოლოგიურ თერაპიაზე დაგვყავდა“, – გვითხრა თამარ ლუკავამ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X