19:30 | 2020-05-26 ავტორი: თამთა თორდია

პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ 

პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ 

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პრაიმტაიმთან იმ რისკებზე საუბრობს, რაც შეიძლება წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანას მოჰყვეს.

 

მისი თქმით, ის და მეცნიერების გარკვეული ნაწილი მიიჩნევენ, რომ ზღვა ე.წ რისკ ჯგუფია და იმისთვის, რომ ბავშვი არ დაავადდეს სხვა ვირუსული ინფექციებით, საჭიროა თავი შევიკავოთ ზღვაზე დასვენებისგან. უმჯობესია მთას, სოფლებსა თუ აგარაკებს ვესტუმროთ.

 

შეგიძლიათ ზღვაზეც წაბრძანდეთ და მთაშიც - რას ურჩევს ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას
2020-05-22შეგიძლიათ ზღვაზეც წაბრძანდეთ და მთაშიც - რას ურჩევს ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას

 

 

„მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ არ არსებობს.

 

უბრალოდ ზღვასთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი აზრი და მეცნიერთა გარკვეულ ნაწილსაც, რომ ზღვა ეს არის მაინც ე.წ რისკ ფაქტორი.

 

იმისათვის, რომ ბავშვი არ დაავადდეს სხვა ვირუსული ინფექციებით, არ შეხვდეს ბავშვს ნაწლავური ინფექცია და აქედან გამომდინარე არ გაძლიერდეს მშობლების შიში, რადგან დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი შიში მშობლებში.

 

ნებისმიერი დაცემინება, დახველება, დიარია იწვევს გარკვეულ შიშს და საფრთხეს იმისას, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდეს ინფექცია.

 

აქედან გამომდინარე ზღვაზე არის ამის დიდი შანსი.

 

ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე
2020-05-26ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე

 

 

გარდა ამისა, ჩვენ თუ ტურისტულ სეზონს ველოდებით და ტურიზმს გავააქტიურებთ იქ იქნება უამრავი ხალხი, თავყრილობები.

 

და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინფექცია ჯერ არ მინელებულა და მას არ სძინავს და ამიტომ შესაძლოა ამ ვირუსით ბავშვის დასნებოვნება“, – ამბობს პედიატრი.

 

მისი თქმით, აუცილებელია ყველა წესის დაცვა, როგორიც არის სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა.

 

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის წვეთოვანი ინფექცია და ვერ გავექცევით იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე არ დაახველოს, არ დააცემინოს, არამარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც თუნდაც შეზლონგები უნდა დაიდგას 2 მეტრიანი დისტანციით რამდენად მოხდება ამ ყველაფრის დაცვა?“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ პედიატრი.

 

– ქალბატონო ინგა, ურეკზე რას იტყვით?

 

– ასევე ურეკშიც, ის სამკურნალო ქვიშაა, თუმცა თუ მანდ მოგვიწევს წასვლა, ძალიან ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ.

 

მე იმიტომ ვამბობ, რომ წელს ზღვაზე ნუ დაისვენებთ, 1 წელი იქნებ ზღვაზე არ წახვიდეთ, რომ საფრთხე უფრო მეტია ვირუსული ინფექციის და კორონავირუსული ინფექციის გადადების.

 

უფრო დიდ უპირატესობას მივანიჭებ მთას, სოფლებს, აგარაკებს ქალაქიდან მოშორებით სუფთა ჰაერზე.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X