00:22 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

პაციენტის ფილტვებიდან კორონავირუსის ტესტის აპლიკატორი ამოიღეს – ნახეთ, რა მოხდა სინამდვილეში

პაციენტის ფილტვებიდან კორონავირუსის ტესტის აპლიკატორი ამოიღეს – ნახეთ, რა მოხდა სინამდვილეში

51 წლის ბრიტანელი ქალის ფილტვებიდან ექიმებმა COVID-19 ტესტის აპლიკატორი ამოიღეს. ამ უცნაური ისტორიის შესახებ ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა Case Reports Journal-მა დაწერა.

 

როგორც გამოცემა წერს, საავადმყოფოში ქალს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა და მას ტრაქეოსტომია გაუკეთეს, ეს არის კისრის წინა ნაწილში განაკვეთი, სადაც ხდება ტრაქეაში მილის ჩადგმა და სუნთქვის აღდგენა. ოპერაციის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ტესტი იმის დასადგენად, ხომ არ შეეყარა მას საავადმყოფოში კორონავირუსი. სწორედ ამ დროს მოხდა ის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომლის შედეგადაც აპლიკატორი ფილტვში აღმოჩნდა.

 

როგორც ირკვევა, ექთანმა კორონავირუსის ტესტის აღების დროს ნაცხის ასაღებად აპლიკატორი სასუნთქ მილში შეიყვანა, სადაც აპლიკატორი გატყდა და მისი ამოღება ვეღარ შეძლო.

 

პაციენტის ფილტვში აპლიკატორის ნაწილის დანახვა მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ფილტვები გაათავისუფლეს.

 

სამედიცინო ჟურნალში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობს რაიმე შეთანხმებული პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს რისკების გარეშე ტესტის აღება, პაციენტებიდან, რომლებსაც ტრაქეოსტომია აქვთ გაკეთებული.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები