12:17 | 2020-06-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა, განიკურნა

პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა, განიკურნა

პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა განიკურნა. ამის შესახებ გამოჯანმრთელებულმა „პრაიმტაიმს“ თავად განუცხადა.

 

პაციენტი მედიკოსია და როგორც გვიყვება მანდ ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 47 დღე დაჰყო.

 

კიდევ ერთ განკურნებულ პაციენტს Covid 19 ხელახლა აღმოაჩნდა - რას უყვება „პრაიმტაიმს“ ინფიცირებული
2020-05-20კიდევ ერთ განკურნებულ პაციენტს Covid 19 ხელახლა აღმოაჩნდა - რას უყვება „პრაიმტაიმს“ ინფიცირებული

 

შეგახსენებთ, რომ პაციენტი 6 მაისს გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში, იგი გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა. თუმცა PCR ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ორგანიზმში ისევ ჰქონდა.

 

ცნობისთვის, პაციენტს კორონავირუსი პირველად 14 მარტს დაუდასტურდა. იგი ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსია.

 

ბოლო მონაცემები: 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 794-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 624 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +