11:57 | 2020-05-05 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

პაციენტი N5 ორთვიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა

პაციენტი N5 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ე.წ მეხუთე პაციენტი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, კორონავირუსზე 5 მარტიდან მკურნალობდა.

 

5 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი 240 ადამიანია.

 

პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 10 ბოლნისის წყაროს მიეკუთვნება. ერთის წყაროს კი ახლა იკვლევენ.

 

ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს, აქედან ინფექცია 61-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში არ ყოფილა.

 

11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ. ასევე,  ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ინფექციურ საავადმყოფოში 57 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდ ინფექცია 54-ს აქვს დადასტურებული.

 

7 პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით. ერთი პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია. მისი მდგომარეობა გაუარესდა და ჯერ სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

 

ასევე, საავადმყოფოში 3 შესაძლო შემთხვევაა, რომლის პასუხსაც ელოდებიან.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

 

 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X