15:21 | 2020-04-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„პაციენტებს აქეთ-იქით დავატარებთ, რიგებია საავამდყოფოებთან,“ – სასწრაფო დახმარების მოსკოველი ექიმი სიტუაციას აღწერს

„პაციენტებს აქეთ-იქით დავატარებთ, რიგებია საავამდყოფოებთან,“ – სასწრაფო დახმარების მოსკოველი ექიმი სიტუაციას აღწერს

 

რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმოიხილავენ ვიდეოებს, რომელიც „ხიმკის“ ფედერალური კლინიკური ცენტრის შესასვლელთან მდგარ სასწრაფო დახმარების უზარმაზარ რიგს აღწერს.

 

ვიდეოების ავტორები არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობაა, არამედ – მედპრსონალიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიტუაცია სხვა დროს არ უნახავთ.

 

„დღეს ვმუშაობ სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, მანქანაზე, ღამის ცვლაში. მიტინოდან (რეგიონი, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით), პაციენტი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ექვსი წლის მუშაობის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს. ჩვენ ვიდექით…

 

9 საათის მერე, როგორც იქნა, პაციენტი ჩავაბარეთ. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავურეკე პასუხისმგებელ ექიმს და ვუთხარი, რომ მძიმე პაციენტი მყავდა. პაციენტი გადავიყვანეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რიგში კი უამრავი მანქანაა. თუ ისინი ყველანი აქ დგანან, მაშინ ვინღა მუშაობს? – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, ოლეგ პიხტინი.

 

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ოლეგ პიხტინი ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გადის. ჰქონდა თუ არა კორონავირუსი პაციენტს, რომლის შესახებაც მან ისაუბრა, უცნობია. ოფიციალური მონაცემებით, ფედერალურ ცენტრში შეჰყავთ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ვირუსული სიმპტომები.

 

კომენტარს არც სამედიცინო დაწესებულებაში აკეთებენ. „ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ნუ გვიშლით ხელს მუშაობაში. ინფექციური პაციენტების მიღება არ არის სწრაფი პროცესი. პანიკის საფუძველი არ არსებობს“. – განუცხადეს მათ ჟურნალისტებს.

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები