13:34 | 2020-04-27 ავტორი: Prime Time

პაციენტები ახლა თავისუფლად სუნთქავენ – ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

პაციენტები ახლა თავისუფლად სუნთქავენ – ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

ბოლო დღეების განმავლობაში, COVID-19-ზე ოზონოთერაპიით მკურნალობის შესახებ არაერთხელ დაიწერა.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ მეთოდით მკურნალობის შემდეგ ვირუსი ორგანიზმიდან მე-7, ან მე-9 დღეს ქრება.

 

კორონავირუსის წინააღმდეგ ოზონოთერაპია პირველად ბათუმში გამოიყენეს, რომელმაც საკმაოდ წარმატებული შედეგიც აჩვენა.

 

მკურნალობის მეთოდი თავდაპირველად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გამოიყენეს, რომელსაც სათავეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო თალაკვაძე უდგას.

 

თალაკვაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობამ პაციენტებში დადებითი დინამიკა აჩვენა და მალე ამ მეთოდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც გამოიყენებენ.

 

„გამოჯანმრთელებული პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე სხვადასხვა მახასიათებლით ავარჩიეთ, ახლა მათი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

 

ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია – არა, დანარჩენ 3 პაციენტთან იყო პნევმონია. იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი.

 

იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა ჰქონდათ, ეს სიმპტომი მოეხსნათ, ასევე მათ ანალიზებში ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა.

 

პაციენტები, რომლებიც ჟანგბადზე იყვნენ დამოკიდებულები, ახლა დამოუკიდებლად სუნთქავენ, მათი თირკმლის ფუნქციებიც გაუმჯობესებულია.

 

უკვე გაკეთდა კატე კვლევები და პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია ჰქონდათ, დადებითი დინამიკა აღენიშნათ. ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ აღნიშნული მეთოდი დადებითად მოქმედებს ვირუსის წინააღმდეგ.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ Covid-19 პაციენტებში მე-7 და მე-9 დღეს გაქრა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ განკურნებას 15-18 და ზოგჯერ მეტი დღეც სჭირდება“, – ამბობს თალაკვაძე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

დღეიდან საქრთველოში გარკცეული შეზღუდვები მოიხსნება.

 

იხილეთ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა:

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები