20:38 | 2020-06-25 ავტორი: Prime Time

პატრიარქის სამძიმარი გიორგი შაქარაშვილის მშობლებს – ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია

პატრიარქის სამძიმარი  გიორგი შაქარაშვილის მშობლებს – ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია

უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გარდაცვლილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 

„ლევან და თამარ შაქარაშვილების ოაჯხს და ახლობლებს

 

მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში.

 

​თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია.

 

მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი​გახდა.

 

ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.

 

ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა“- ნათქვამია წერილში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X