16:12 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

პატრიარქის კურთხევით აღსარებები შეიზღუდა – ცვლილებები ეკლესიაში

პატრიარქის კურთხევით აღსარებები შეიზღუდა – ცვლილებები ეკლესიაში

კორონავირუსის გამო საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმსახურებაში ცვლილებები შეიტანა. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა აღსარების ჩაბარების პროცესი შეზღუდეს.

 

ამის მიზეზი დისტანცირების შესახებ ჯანსაცვის უწყების რეკომენდაცია გახდა.

 

აღსარების შეზღუდვის შესახებ პატრიარქის კურთხევას დასტურებს მღვდელი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

„ყველა დისტანციურად ვართ. კონტაქტი არ გვქონია. მარტო მე კი არა, ყველა. საერთოდ აღსარებაზე აღარ გავდივართ. ეს დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც უწმინდესმა გვაკურთხა, აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა. მეც ასე ვცდილობ“, – აღნიშნა მამა გიორგი პაპავამ „მოამბესთან“ საუბრისას.

 

ინფიცირებული სასულიერო პირი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მასთან ერთად იმავე ტაძარში მოღვაწე სხვა სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X