12:53 | 2020-08-14 ავტორი: Prime Time

პატრიარქის ჩარევით 9-შვილიან ოჯახს ჩამორთმეული ბავშვები დაუბრუნეს – რატომ წაიყვანეს შვილები მშობლებისგან?

პატრიარქის ჩარევით 9-შვილიან ოჯახს ჩამორთმეული ბავშვები დაუბრუნეს – რატომ წაიყვანეს შვილები მშობლებისგან?

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მოსაყდრე შიოს უშუალო ჩარევით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშები დაუბრუნეს.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

2020-06-23"მეუბნებოდნენ, ისეთი მაინც წამოგეყვანა, სიბერეში რომ მოგხედავდაო" - ნინა კალანდია, რომელმაც ბავშვთა სახლიდან დაუნის სინდრომის მქონე ანა აიყვანა

 

მისი თქმით, „პატრიარქი პირადად იყო ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, მან დაავალა მეუფე შიოს საკითხში გარკვევა, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია სოციალურ სამსახურთან და ბავშვები უკვე საკუთარ მშობლებთან იმყოფებიან“.

 

ფუტკარაძეების საქმეს ეხმაურება სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონიც:

 

„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომელიც პირადად ჩაერია, მადლობა ჩვენს მღვდელმთავრებს და მოსაყდრეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად ჩაერია, ჩავიდნენ ადგილზე და საჯაროდ გამოიტანა ეს საქმე“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა სხალთის ეპარქიის სამღვდელოებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაერთიანებულ კრებაზე.

 

„რა მოხდა სინამდვილეში? ეს ფაქტი უნდა გავაანალიზოთ. ოჯახში მიუვარდნენ, 9 შვილი წაართვეს, გეგონება დიდი თურქობა, ლეკიანობა, ან ყიზილბაშობაა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი არ არის ერთჯერადი. ვინ? არის სპეციალური ხალხი, რომელთაც ქვიათ სოცმუშაკები, დაგეშილი ხალხი, რომლებიც მხეცებივით შედიან ოჯახებში და ართმევენ ბავშვებს. წარმოუდგენელი ფაქტია. პირველ რიგში, ეს არის ოჯახის ინსტიტუტზე დარტყმა… წყეულ ანტიქრისტეს მიზანში ჰყავს ამოღებული ოჯახი და მიდის შეტევა“, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

 

„წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს“ - რას წერს ქალი მაშველებზე, რომლებმაც ორი ბავშვი გადაარჩინეს
2020-08-13„წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს“ - რას წერს ქალი მაშველებზე, რომლებმაც ორი ბავშვი გადაარჩინეს

 

სოციალურ სამსახურში კი ბავშვთა უგულებელყოფისა და მძიმე პირობების შესახებ საუბრობენ, რამაც ოჯახიდან მათი გაყვანა აუცილებელი გახადა.

 

აღმოჩნდა, რომ ფუტკარაძეების ოჯახი 2009 წლიდან ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში, მათ სახელმწიფოსგან ეძლეოდათ ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა კვებითი ვაუჩერით უზრუნველყოფა 1 წლის განმავლობაში.

 

უფრო მეტიც, ვინაიდან ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური თავშესაფარი მათ ბათუმის მერიამ ქალაქის ცენტრში გადასცა 120 კვ.მ ფართის საცხოვრებელი, 72 ათასი ლარი კი რემონტისთვის ჩაურიცხა.

 

მიუხედავად ამისა, მშობლებმა ეს სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხინვალში გადავიდნენ.

 

ამ ლოკაციაზე, არაერთი შემოწმების შედეგად გამოვლინდა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. უგულებელყოფა, მოუვლელობა – ასეთი სურათი დახვდათ სოციალურ აგენტებს ოჯახში, რის შემდეგაც მათ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

ავტორი: Prime Time

X