15:21 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ლევან ბერიძეს, რომელიც დაახლოებით 10 დღეა ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ადგილობრივი ზ.კ. სამართალდამცველს პოლიციის შენობაში გაუსწორდა. შემთხვევა 26 მაისს მოხდა.

 

44 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და უფროსს დაარტყა, სამართალდამცველებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყება. ის ადგილზე დააკავეს, ბრალდებულს, აახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დღეს, 29 მაისს განუსაზღვრა.

 

სხდომა დისტანციურად გაიმართა. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლება.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ვალეში მცხოვრები, 44 წლის ზ.ლ.-მ 26 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, განყოფილების უფროსს კი ფიზიკურად გაუსწორდა, ლევან ბერიძეს ჯანმრთეობის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

 

პროკურორის თქმით, პოლიციის უფროსი კედელს მიაჯახა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

 

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
2020-05-28ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

 

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას არ ეთანხმება. ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ დაკავებულს ინცინდენტის დეტლები არ ახსოვს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებული ადვოკატს მოუყვა, რომ სურდა პოლიციის უფროსი სახლში, სუფრაზე დაეპატიჟებინა და განყოფილებაში ამიტომ მივიდა. უფლებადამცველს ვიდეოკამერის ჩანაწერები ჯერ არ უნახავს.

 

მოსამართლის კითხვაზე: ფიზიკურ დაპირისპირებამდე რატომ თქვა ფრაზა „თქვენ გამიმწარეთ სიცოცხლე“, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი შეურაცხყოფას, ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.

 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფხაზეთის ომის მონაწილეა.

 

შემთხვევის თვითმხილველები სამართალდამცველები და ის ადგილობრივები არიან, რომლებიც ამ პერიოდში განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

 

გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

 

ავტორი: რუსკა გავარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X