13:13 | 2020-05-24 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე” – ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სიყვარულის ისტორია

„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე” – ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სიყვარულის ისტორია

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია, მას ბრალად ედება ყოფილ ცოლზე ძალადობა.

 

ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

 

ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ წელზე მეტია დაშორებულები არიან. მათ საერთო ვაჟი ლუკასი ჰყავთ.

 

წყვილის ურთიერთობა 2013 წელს, საერთო მეგობრების წრეში დაიწყო, შემდეგ ნიკამ ნეკას სოციალურ ქსელში მიწერა და ოჯახიც შექმნეს.

 

დოროყაშვილი ქმართან დაშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოტომოდელობა დაიწყო.

 

ის ნიკასთან დაშორებაზე საუბარს თავს ყოველთვის არიდებდა.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის  დააკავეს
2020-05-24ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

 

 

შსს-ს ცნობით, ყოფილ ცოლზე სპორტსმენმა 21 მაისს იძალადა. თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზეც.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა ...

 

ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას „მის უნივერსიტეტის” ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა მალე გათხოვდა და პოდიუმს ჩამოშორდა.

 

ბასილაშვილზე დაქორწინების შემდეგ, მან ჯიპაში ჩააბარა და პიარის სპეციალისტია.

 

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნეკა აღნიშნავდა, ქმარზე და ბავშვზე დამხმარეების გარეშე ზრუნდავდა და სადილსაც თავად ამზადებდა.

 

 

 

 

„პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე.

 

ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით.

 

ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე,

 

საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია „ბორშჩი, ტკბილეულიდან „ცხელი ბრაუნი” გამომდის კარგად.

 

წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო – აცხადებდა ნეკა ინტერვიუში.

 

„პრაიმტაიმი” ნეკა დოროყაშვილს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე საუბარი სთხოვა, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X