fbpx
16:04 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

პატარა დიღომში ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს

პატარა დიღომში ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ფერაძის ქუჩა N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.მიმდინარე საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

 

პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს, ფერაძის ქუჩაზე უკვე 4 ეზო მოწესრიგდა.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time
X