
ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ეს შესაძლოა სულაც არ იყოს დახრჩობა.
ამ წუთებში ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია. პათანატომები ძალადობის ვერსიის გამოსარიცხად ცხედრებზე ფიზიკური ზემოქმედების კვალს ეძებენ.
ექსპერტიზა ცოტა ხანში დასრულდება და ცხედრებს საკუთარ ოჯახებში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ბარიდან 15 აგვისტოს გამთენიისას გავიდნენ და მას შემდეგ მათ ახლობლები ეძებდნენ.
დღეს მაშველებმა ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მდინარე მტკვარში იპოვნეს.