09:50 | 2020-04-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

პარიზიდან საქართველოში 182 მოქალაქე დაბრუნდა

პარიზიდან საქართველოში 182 მოქალაქე დაბრუნდა

პარიზი-ბათუმის რეისით, საქართველოში მოქალაქეები დაბრუნდნენ. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს.

 

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას დადგენილი კრიტერიუმებით განაგრძობენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად, 6435 ადამიანი ჩამოვიდა.

 

სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების და ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ ელექტრონულად უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.

 

ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 76-ს აღწევს. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X