fbpx
14:00 | 2020-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“პარიზი ელოდება ცოტნეს” – 10 წლის ცოტნე ზედგინიძეს გასაცნობად პარიზის მუსიკალური სამყარო ელოდება

“პარიზი ელოდება ცოტნეს” – 10 წლის ცოტნე ზედგინიძეს გასაცნობად პარიზის მუსიკალური სამყარო ელოდება

ფონდი “იავნანა” 10 წლის მუსიკოსს, ცოტნე ზედგინიძეს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლაში უწევს მეურვეობას. რომ არა პანდემია, 6 ივნისს პარიზის ბასტილიის თეატრის მცირე დარბაზში, ცოტნეს სოლო კონცერტი იგეგმებოდა. ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა – პაატა ბურჭულაძემ “მთავარის” “შენ დილაში” ისაუბრა.

 

პაატა ბურჭულაძე: – ამ კონცერტის შემდეგ დირიჟორებს სურვილი ჰქონდათ, რომ ცოტნეს ნაწარმოებები გაეკეთებინათ და დაეკრათ პარიზში კონცერტზე. პარიზი ელოდება ცოტნეს და ეს არის მთავარი. მუსიკალური ქალაქია.

 

იქ რომ ცოტნეს ნაწარმოებები შესრულდება, მივა პრესა, დაესწრებიან იმპრესარიოები. ფონდი “იავნანა” მუშაობს იმაზე, რომ მათ ყველას ერთად მოვუყაროთ თავი და პარიზს გავაცნოთ ეს ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც აუცილებლად გვასახელებს.

 

როგორც მუსიკალურმა პროდიუსერმა და “კონცეპტ Art”-ის დამფუძნებელმა, თეონა ჯორბენაძემ ეთერში თქვა, უცხოელმა მუსიკოსებმა ინტერნეტით აღმოაჩინეს ცოტნე და მის 14 ივნისის კონცერტს ელოდებიან.

 

10 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა
2020-06-0810 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა

 

“იცით, რა თქვეს, იმდენად თვითმყოფადი მუსიკოსია, ნურც მოცარტს ადარებთ მას და ნურც ნურავისო.

 

ელოდებიან 14 ივინისის ონლაინ კონცერტს, რომელიც ფონდ “იავნანას” ეგიდით “ლენო რეკორდსიდან” ლაივსტრიმით გადაიცემა და მსურველს შეუძლია მას “ზუმის” მეშვეობით დაესწროს” – ამბობს თეონა ჯორბენაძე.

 

ცოტნეს საკონცერტო გამოცდილების ერთი წელი შესრულდა. შარშან პირველი კონცერტი, 14 ივნისს ილიაუნის სააქტო დარბაზში დაუკრა და დედის ხსოვნას მიუძღვნა.

 

წელსაც დედის ხსოვნას უძღვნის ახალ ნაწარმოებს, რომელსაც “ზარები” დაარქვა და 14 ივნისს ინტერნეტით გადაიცემა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X