19:58 | 2020-05-20 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

პარასკევიდან ბოლნისისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას ვიწყებთ – ამირან გამყრელიძე

პარასკევიდან ბოლნისისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას ვიწყებთ – ამირან გამყრელიძე

„პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას“ – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში კვლევა შერჩევითი პრინციპით მოხდება.

 

ეს აუცილებელია, რათა დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები