fbpx
23:52 | 2020-12-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოგვეთხოვება თუ არა პასუხი წინაპრების ცოდვების გამო – ნახეთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე დეკანოზი თამაზ ლომიძე

მოგვეთხოვება თუ არა პასუხი წინაპრების ცოდვების გამო – ნახეთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ „პაპის ცოდვების გამო შიში არის ცრურწმენა და ბორკილი, რომლისგანაც ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.

 

„მაინც რატომ არის ეს ცრურწმენა ასე მავნებელი? წარმოიდგინეთ, ადამიანი ცდილობს სიმართლით იცხოვროს, ღვთის მცნებების მძებნელი და ერთგული იყოს, აკეთოს სიკეთე და სძულდეს ბოროტება, და ამ დროს სადღაც, გულის სიღრმეში სჯეროდეს, რომ ურწმუნო პაპამისის მიერ დანგრეული ტაძრის გამო, მას ან მის შვილებს დასჯის ღმერთი.

 

მომწონს კარგი სათვალე, ამ სათვალეებიდან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ზოგი ვითომ „სვეტსკი“ ადამიანი - მამა პეტრე
2020-12-06მომწონს კარგი სათვალე, ამ სათვალეებიდან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ზოგი ვითომ „სვეტსკი“ ადამიანი - მამა პეტრე

 

რა საშინელი მონობის ბორკილია, ხომ წარმოგიდგენიათ? კაცი წელში ვერ გამართულა, პაპამისის ცოდვების გამო სასჯელის შიშით ცხოვრობს და კანკალებს. ეს ცრურწმენა მართლაც არის ბორკილი, რომელიც თუ ბოლომდე არ დაამსხვრიე და არ მოისროლე, ვერასოდეს იცოცხლებ სრულყოფილად და განხორციელდები როგორც ქრისტიანი.

 

ქრისტეს წინაშე ვდგავარ მხოლოდ მე, ერთადერთი და ჩემი ცხოვრება, მისი ცოდვა-მადლით“, – წერს დეკანოზი სოცქელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X