fbpx
11:53 | 2020-06-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პანკისის ხეობის სამოქალაქო აქტივისტები ხეობის უხუცესის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას აპროტესტებენ

პანკისის ხეობის სამოქალაქო აქტივისტები ხეობის უხუცესის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას აპროტესტებენ

პანკისის ხეობის სამოქალაქო აქტივისტები ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, სოციალურ ქსელში, მხარდამჭერი პოსტებით აპროტესტებენ.

 

„სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში”- ამ სათაურით იწყებოდა მთავარი საინფორმაციო ამბები.

 

სინამდვილეში კი არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა, ვიღაცამ გადაწყვიტა პანკისის თემა კვლავ აქტუალური გახადოს იმ ფონზე, როცა EMC-მ თემირლანის საქმეზე ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.

 

ხასო ხანგოშვილი თავისი მოღვაწეობით, შრომით, სიტყვით თუ ყოველდღიური საქმიანობით დგას ქართული სახელმწიფოს სამსახურში. მისი სიტყვა ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერ ზომიერი და დიპლომატიურიც ემსახურებოდა ქისტებისა და ქართველების მშვიდობიან და ღირსეულ თანაცხოვრებას. შეიძლება, ზოგიერთ საკითხებზე ჩვენი ხედვები ერთმანეთს არც ემთხვეოდა, თუმცა ხასო ხანგოშვილი არის პატრიოტი როგორც ქისტი, ასევე ქართველი ხალხის.

 

რა მიზნით იმყოფებოდა პანკისში რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს
2020-06-13რა მიზნით იმყოფებოდა პანკისში რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს

 

 

არ ვიცი, თბილისში მომხდარი დაკავების საქმეზე რა ხდება, თუმცა, პანკისში ვითომ ოპერაციის და ჩხრეკის ჩატარება, ელემენტარული საგამოძიებო პროცესისთვის ასეთი პომპეზურობის მინიჭება და პანკისში ხანგოშვილების ოჯახის ამ პროცესებთან დაკავშირების მცდელობას, აღვიქვამ პროვოკაციული პოლიტიკის ნაწილად პანკისელების წინააღმდეგ.

 

„ჩვენ ვგმობთ ხასო ხანგოშვილის ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. თუ ვინმე გეგმავს რომ ამით ეჭვებს დათესავს და ხალხს შეცდომაში შეიყვანს ძალიან ცდება. მინდა ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვხატო ხასო ხანგოშვილის ოჯახის მიმართ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შემდეგში, ხეობის თითქმის ყველა აქტივისტმა გაიზიარა.

 

შეგახსენებთ, თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სამართალდამცავებმა, პანკისის ხრობაში, ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

 

თავად ხანგოშვილის განმარტებით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი, მისი ვაჟის ნაცნობია და მათთან, სახლში, რამდენჯერმე იმყოფებოდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X