fbpx
13:12 | 2020-06-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პანკისის ხეობაში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდი მდინარე ალაზანმა 11 მაისს წაიღო და მას შემდეგ ორ სოფელს შორის საფეხმავლო მიმოსვლა შეწყვეტილია.

 

„ეს არის დუისი-ხალაწანის დამაკავშირებელი ხიდი. ახლა, როცა გადაადგილება ასეთი პრობლემაა და არავინ იცის, როდის რა შეზღუდვა დაწესდება.

 

სასტიკი ჩხუბი რესტორანში - დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია
2020-06-09სასტიკი ჩხუბი რესტორანში - დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

 

ავტომანქანით მგზავრობა ხარჯს უკავშირდება და ხალხი უმუშევარია, სოფლებს შორის კავშირისათვის, ხიდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დუისი, ფაქტობრივად, ხეობის ცენტრია და ყველა აქეთ მოდის“ – ამბობს დუისის მკვიდრი, რამზან გორგიშვილი.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ხიდის აღდგენა, მდინარეში წყლის მაღალი დონის გამო ვერ ხერხდება.

 

„ჩვენც ვიცით, რომ ხიდი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით სოფლებისთვის აუცილებელია. მდინარეში წყლის დონე მაღალია და სამუშაოების დაწყებას ხელს უშლის“, – განაცხადა ნასყიდაშვილმა.

 

 

ხიდის რეაბილიტაცია და სოფლებს შორის მიმოსვლის აღდგენა 20 ივნისისათვის იგეგმება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X