14:51 | 2020-03-20 ავტორი: ანეტი მიქელაძე

პანდემიის გამო ბუნკერების მასიურად მშენებლობა დაიწყო – რა ღირს მიწისქვეშა თავშესაფარი

პანდემიის გამო ბუნკერების მასიურად მშენებლობა დაიწყო – რა ღირს მიწისქვეშა თავშესაფარი

მესამე მსოფლიო ომის საშიშროება, ლეგენდარული კალათბურთელის ტრაგიკული სიკვდილი და შეუჩერებელი ვირუსი – 2020 წელი მსოფლიოსთვის ძალიან რთულად დაიწყო.

 

ზოგიერთ ადამიანს დააინტერესა, არსებობს თუ არა დღესაც მსოფლიოში ბუნკერები, სადაც შეძლებენ ადამიანები გადაურჩენ ომსა და პანდემიას.

 

ბუნკერების მშენებლობა ცივი ომის დასრულების შემდეგ არ შეწყვეტილა?

 

ბუნკერებს საკმაოდ დიდი რაოდენობით დღესაც აშენებენ. აშშ-ში კერძო ბუნკერების რაოდენობით ლიდერია. განსაკუთრებით გააქტიურდა მშენებლობა 2016 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და ჩრდილოეთ კორეასთან ძალიან დაიძაბა ურთიერთობა.

 

ბუნკერების მშენებლობის ლიდერი კომპანიის Rising S-ზე მოთხოვნა, 2016 წელს 700%-ით გაიზარდა, თანაც 99% მოთხოვნა ამერიკაზე მოდიოდა.

 

იმავე წელს Atlas Survival Shelter-მა ათასობით ბუნკერი გაყიდა. კორონავირუსის აფეთქების ფონზე Rising S-ი ამერიკაში 50%-ით მეტ ზარს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბუნკერებს იშენებენ. აშშ-ის შემდეგ ახალი ზელანდია გამოირჩევა, თუმცა ისევ მდიდარი ამერიკელების შეკვეთით, რადგან ახალი ზელანდია ნეიტრალური ქვეყანაა და მას თითქმის არავისთან აქვს კომპლიქტი, შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა.

 

ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი ახალი ზელანდიის გეოგრაფიული მდგომარეობაა, სადაც ვირუსის მიღწევის და გავრცელების შანსები კიდევ უფრო ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, ამჟამად ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 20 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ბუნკერი მხოლოდ მდიდრებისთვისაა?

 

მიწისქვეშა თავშესაფრის აშენება ეს იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ზემოთხსენებული კომპანია Rising S-ის ბუნკერის ფასი 50 ათასი დოლარიდან იწყება. ასეთ ბუნკერში მუშაობს კანალიზაცია, ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა მინიმალური კომფორტული მოთხოვნები. ბუნკერის მასშტაბი დაახლოებით 60-90 კვადრატული მეტრია.

 

კიდევ უფრო ძვირად ბუნკერებს კომპანია Vivos და Atlas Survival Shelters-ი აშენებენ. როდესაც ბუნკერის ფასი მილიონი დოლარია და მას კლიენტის სურვილისამებრ მოაწყობენ. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბუნკერი მსოფლიოში 3 მილიონი დოლარი ღირს. მისი მასშტაბი დაახლოებით 550 კვადრატული მეტრია და 5 წლის განმავლობაში 75 ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზეა გათვლილი.

 

ყველაზე იაფფასიანი ბუნკერი 11, 500 დოლარი ღირს და პირდაპირ „ამაზონზე“ იყიდება. თავშესაფარი დაახლოებით ერთი პატარა ოთახის ხელაა.

 

ცნობისთვის, ამერიკაში ბუნკერებს ადამიანები საკუთარი ხელითაც აშენებენ, თუმცა უცნობია რამდენად უფრო იაფი უჯდებათ ინდივიდუალურად შექმნილი თავშესაფარი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები