
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 000-ზე მეტია. 23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 1 012 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დამარცხება 89 170 ადამიანმა შეძლო.