19:30 | 2020-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პანდემიის დაძლევის შემდეგ, შეგვიძლია ამ ვირუსს მოვექცეთ ისე, როგორც ტუბერკულოზს, ან თუნდაც გრიპს – ცერცვაძე

პანდემიის დაძლევის შემდეგ, შეგვიძლია ამ ვირუსს მოვექცეთ ისე, როგორც ტუბერკულოზს, ან თუნდაც გრიპს – ცერცვაძე

როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი.

 

მომავალში, როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ.

 

ამისთვის, აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს გაშვებული დაღმავალი გზით, მასობრივი ტესტირება ამაში მხოლოდ დაგვეხმარება.

 

საქართველოში აქამდე ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო.

 

თუმცა ტესტავდნენ იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მხედველობაში მაქვს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები აბ რისკის ფაქტორები – კონტაქტი პაციენტთან, ინფიცირებულთან, ან სხვა.

 

ამას ბოლნისის, მარნეულის, ქობულეთის მაგალითები გვიჩვენებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 571 პაციენტს აკვირდებიან.

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები