17:40 | 2021-10-14 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება – სალომე ზურაბიშვილი

პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება – სალომე ზურაბიშვილი

დღესსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.

 

,,დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.

 

დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის.

 

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X